Get All Access for $5/mo

თიბისიში ფულადი გზავნილის კონვერტაცია საუკეთესო კურსითაა შესაძლებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისიში ფულადი გზავნილების კონვერტაციაზე საუკეთესო კურსი მოქმედებს.

მომხმარებლები, რომლებიც გზავნილს თიბისის ფილიალში, მობაილ ან ინტერნეტბანკით გაანაღდებენ, გამოგზავნილი თანხის ქვეყანაში საუკეთესო კურსით კონვერტაციას შეძლებენ. შეთავაზება მოქმედებს ნებისმიერი ვალუტის და ნებისმიერი სისტემის საშუალებით მიღებულ გზავნილებზე.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. წელიწადზე მეტია, თიბისი მომხმარებლებს ფილიალში მისვლის გარდა, ფულადი გზავნილის სახლიდან გაუსვლელად - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მიღების შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობ, კონვერტაციის საუკეთესო კურსის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ვინც გზავნილს იღებს, ისე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც თანხას ახლობლებს უგზავნიან,"- თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის ლიდერი.

ფულადი გზავნილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfers-remote

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ქალი ანტრეპრენერი

კაფე მზიური - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

დაამსხვრიე სტერეოტიპები - ჩაქუჩით და ჩაქუჩის გარეშე

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?